თემატური გეგმა 5 კლასი 6 კლასი 12 კლასი
კალენდარული გეგმა 5 კლასი 6 კლასი, 12 კლასი
სიპ ქალაქ თბილისის მე-11 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის 2018-2019 სასწავლო წლის მუშაობის სამოქმედო
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ანგარიში 1-ლი სემესტრის ბოლოს
V-VI
კლასების
სტანდარტი
XII კლასი
პროგრამის
შინაარსი
კალენდარული გეგმა 5 კლასი 6 კლასი, 12 კლასი
შემაჯამებელი სამუშაოების თემატიკა 12 კლასი
შემაჯამებელი სამუშოების თემატიკა მე-6 კლა
სი
შემაჯამებელი დავალების ანალიზი
2019-20 სასწავლო წელი
კალენდარული მე-6 კლასი. მე-5 კლასი
შემაჯამებელი სამუშოების თემატიკა მე-6 კლა
სი
შემაჯამებელი დავალების ანალიზი
2019-20 სასწავლო წელი
კალენდარული მე-6 კლასი. მე-5 კლასი
2020-21 სასწავლო წელი
მე-7 ბ,გ კალენდარული
მე-7 ბ, გ თემატური
მე-6 ბ, დ კალენდარული
მე-6 ბ, დ თეამატური
კომპლექსური დავალებები
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ანგარიში 1-ლი სემესტრის ბოლოს
ა) VI
კლასის
ბოლოს მისაღწევი შედეგები
ინდექსების
განმარტება
დაწყებითი საფეხურის სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ უძღვის ინდექსი, რომელიც მიუთითებს საგანს, სწავლების ეტაპსა და სტანდარტის შედეგის ნომერს; მაგ., ქართ.დაწყ.(II).1
„ქართ.“ - მიუთითებს საგანს „ქართული ენა და ლიტერატურა“;
„დაწყ.(II).” - მიუთითებს V-VI კლასების სტანდარტს;
„1“- მიუთითებს სტანდარტის შედეგის ნომერს.
ქართული ენისა
და ლიტერატურის სტანდარტი (V-VI კლასები)
|
|
1.
მიმართულება: ზეპირმეტყველება
|
|
შედეგების ინდექსი
|
სტანდარტის შედეგები
მოსწავლემ
უნდა შეძლოს:
|
ქართ.დაწყ.(II).1
|
სამეტყველო ქცევის წარმართვა საკომუნიკაციო მიზნისა
და კონტექსტის შესაბამისად.
|
ქართ.დაწყ.(II).2
|
სტანდარტით
განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა და გაგება-გააზრება; ტექსტებზე მსჯელობა და დასკვნის გამოტანა.
|
ქართ.დაწყ.(II).3
|
სტანდარტით
განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ნაცნობი ტექსტების ინტერპრეტირება და შეფასება; მათ მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა
და ახსნა; მხატვრული
ნაწარმოების ესთეტიკური შეფასება (საწყის დონეზე).
|
ქართ.დაწყ.(II).4
|
სათანადო ლექსიკის, ნასწავლი ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ამოცნობა
და ადეკვატურად გამოყენება.
|
ქართ.დაწყ.(II).5
|
ზეპირმეტყველების ნაცნობი სტრატეგიების შერჩევა და
გამოყენება მიზნის შესაბამისად.
|
2.
მიმართულება:
კითხვა
|
|
შედეგების ინდექსი
|
მოსწავლემ
უნდა შეძლოს:
|
ქართ.დაწყ.(II).6.
|
სტანდარტით განსაზღვრული
სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა, გაგება და გაანალიზება არსებითი მნიშვნელობის
მქონე საკითხების/დეტალების გათვალისწინებით.
|
ქართ.დაწყ.(II).7.
|
წაკითხული
ტექსტების ინტერპრეტირება, დასაბუთებული დასკვნის გამოტანა და შეფასება;
ტექსტების მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; კითხვით გამოწვეული
განწყობილებისა და შთაბეჭდილების გადმოცემა.
|
ქართ.დაწყ.(II).8.
|
სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების
ლექსიკური და სემანტიკური მახასიათებელების, სტრუქტურულ-კომპოზიციური
ელემენტებისა და ენობრივ-გამომსახველობითი ფორმების ამოცნობა.
|
ქართ.დაწყ.(II).9.
|
კითხვის
ნაცნობი სტრატეგიების
შერჩევა და გამოყენება მიზნის შესაბამისად.
|
3.
მიმართულება:
წერა
|
|
შედეგების ინდექსი
|
მოსწავლემ
უნდა შეძლოს:
|
ქართ.დაწყ.(II).10.
|
ნაცნობ თემატიკაზე სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის
ტექსტების
შექმნა.
|
ქართ.დაწყ.(II).11.
|
ნაცნობი ლექსიკის, ნასწავლი ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა
და სტრუქტურული ელემენტების
მიზნობრივად
შერჩევა და სათანადოდ გამოყენება; ქართული სალიტერატურო ენის ძირითადი ნორმების დაცვა.
|
ქართ.დაწყ.(II).12.
|
წერის ნაცნობი სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება
მიზნის შესაბამისად.
|
ბ) შინაარსი
დაწყებითი საფეხურის დამამთავრებელ ეტაპზე (ისევე,
როგორც I-IV
კლასებში) ენობრივი საკითხების სწავლება უნდა მიმდინარეობდეს პრაქტიკული აქტივობებით. მიზანშეწონილი არ არის ძირითადი
აქცენტის გადატანა გრამატიკული წესებისა და ენობრივი კანონზომიერებების თეორიულ
დასწავლაზე. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ V-VI კლასებიდან უკვე იწყება მოსწავლეთა მეტაენობრივი
უნარების განვითარებაზე ზრუნვა, აუცილებელია, რომ ენობრივ-გრამატიკული საკითხების
დამუშავებას უფრო სისტემური და თანამიმდევრული ხასიათი მიეცეს.
1. ენობრივი ცოდნა და უნარ-ჩვევები
ა) ენის ლექსიკოლოგიური ასპექტი: აქტიური ლექსიკური
ფონდის შევსება სხვადასხვა დარგობრივი ცნებებითა
და ტერმინებით, მხატვრული ნაწარმოებების შესწავლისას ათვისებული ლექსიკური ერთეულებითა
თუ ფრაზეოლოგიზმებით; ახალი სიტყვებისა და ფრაზების გააზრებულად წარმოება
ნაცნობი მოდელების მიხედვით.
ბ) ენის გრამატიკული ასპექტი: სიტყვათა მორფოლოგიური აგებულება (სახელთა ბრუნვის
ფორმები და მათი ფუნქციები); ზოგიერთი გრამატიკულ-სემანტიკური კატეგორია (არსებითი
სახელის ჯგუფები; ზმნის დრო, კილო, ასპექტი); წინადადებათა მოდალობები; წინადადების ძირითადი წევრები; ძირითადი სინტაქსური მიმართებები სიტყვებს შორის
(შეთანხმება ზმნასა და სახელს შორის პირსა და რიცხვში); სახელისა და ზმნის ძირითადი
გრამატიკული კატეგორიები და მათი სინტაქსური ფუნქციები წინადადებაში.
2.
ცნებები და ტერმინები
Ø ტექსტის
აგებულება: ქვეთავი.
Ø ტექსტის ფუნქციური ტიპები: თხრობა, აღწერა, მსჯელობა.
Ø ლიტერატურათმცოდნეობის საბაზისო ცნებები და ტერმინები: მხატვრული ლიტერატურა,
არამხატვრული ლიტერატურა; ნაწარმოების ქვეთემა; ჰიპერბოლა, გაპიროვნება.
მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების
გათვალისწინებით, პროგრამით განსაზღვრული ცნებების დამუშავება უნდა ხდებოდეს
თვალსაჩინო მასალის საფუძველზე, რათა მოსწავლემ კონკრეტული მაგალითების მეშვეობით
გაიაზროს მათი მნიშვნელობა. სწავლების ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის ძირითადი
აქცენტის გადატანა ცნებების/ტერმინებისა და მათი განმარტებების თეორიულ
სწავლებაზე.
3. საკითხავი ტექსტების ტიპები
Ø მხატვრული:
პროზაული
და პოეტური ნაწარმოებები, ფოლკლორის
ნიმუშები: ლექსები, ზღაპრები,
თქმულებები, ლეგენდები, მითები, ენის გასატეხები, გამოცანები, ანდაზები და
სხვ.; კომიქსები.
Ø არამხატვრული:
ა)
ბიოგრაფიული ტექსტები, პრაგმატული ტექსტები: რეკლამა,
რეცეპტი, განრიგი, ტელეპროგრამა, მოსაწვევი ბარათი, სია, სამახსოვრო წესები,
ცხრილი, გეგმა, ინსტრუქცია, გამაფრთხილებელი წარწერა/აბრა, ღია ბარათი, ინტერვიუ,
განცხადება, წერილი (მეგობრული, ოფიციალური).
ბ)
საინფორმაციო და შემეცნებითი ტექსტები: სტატიები საბავშვო ენციკლოპედიიდან, ჟურნალიდან, გაზეთიდან და სხვ.
Ø მულტიმედიური:
მულტფილმი, საბავშვო
სიმღერა, მხატვრული და/ან დოკუმენტური ფილმები, სასწავლო-შემეცნებითი ფილმი,
სხვადასხვა სახის ვიდეო-, აუდიო-, აუდიოვიდეომასალა (რეკლამა, ანონსი, რეპორტაჟი, სლაიდშოუ), საბავშვო სპექტაკლი;
სტატიები საბავშვო ვებგვერდიდან, ვებპორტალიდან, მიმიკური მიზანსცენა, სხვ.
XII კლასი
ქართული ენა
და ლიტერატურა
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და
მათი ინდიკატორები
მიმართულება:
|
||
ზეპირმეტყველება
|
კითხვა
|
წერა
|
ქართ. XII. 1. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
ქართ. XII. 2. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა მიერ წარმოდგენილი
სასწავლო პროექტების კრიტიკულად გაანალიზება და შეფასება.
ქართ. XII. 3. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის პრეზენტაციის შესაბამისი
ხერხების ამოცნობა და გამოყენება.
ქართ. XII. 4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება
სასწავლო პროექტის პრეზენტაციისათვის.
|
ქართ.
XII. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნისა და კულტურის ტე-ქსტების გაანალიზება
მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობ-ლემატიკის თვალსაზრისით.
ქართ.
XII. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
ტექსტში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების ერთმანეთთან შედარება.
ქართ.
XII. 7. მოსწავლეს შეუძ-ლია გააანალიზოს კულტუ-რული, სოციალური და ისტო-რიული ფასეულობების გავლენა
ტექსტსა და მის ინტერპრეტაციაზე.
ქართ.
XII. 8. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ენის სხვადასხვა ასპექტების გაანალიზება.
ქართ.
XII. 9. მოსწავლეს შეუძ-ლია გააანალიზოს, რა გავლე-ნას ახდენს ავტორის ენობრი-ვი არჩევანი მკითხველზე.
ქართ.
XII. 10. მოსწავლეს
შეუძლია კითხვის ეფექტური სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.
|
ქართ.
XII. 11. მოსწავლეს შე-უძლია გამოკვლევის (მცირე მოცულობის სამეცნიერო ნაშრომის) დაწერა წინასწარ
შერჩეულ თემაზე.
ქართ.
XII. 12. მოსწავლეს შე-უძლია სასწავლო რეფერატის
დაწერა რამდენიმე წყაროს მიხედვით.
ქართ.
XII. 13. მოსწავლეს შე-უძლია მხატვრული ნაწარმო-ების ანალიზის დაწერა.
ქართ.
XII. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის
სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
|
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქართ. XII. 1. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის
წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ჯგუფთან ერთად განსაზღვრავს თემას
და პრობლემას, რომლის გადაჭრასაც ითვალისწინებს სასწავლო პროექტი;
·
მკაფიოდ და ნათლად აყალიბებს
პროექტის მიზანს;
·
არჩევს მასალას პროექტის საპრეზენტაციოდ
(ციტატები, მოსაზრებები, არგუმენტები, კვლევის შედეგები, ფაქტები, სტატისტიკური მონაცემები
და სხვ.);
·
არჩევს და იყენებს პროექტის საპრეზენტაციოდ
სხვადასხვა ვიზუალურ საშუალებას (პლაკატებს, სქემებს, დიაგრამებს, ასოციაციურ რუკებს
და ა. შ.), რითაც უადვილებს პროექტის აღქმას აუდიტორიას;
·
შესავალში აყალიბებს წინასწარი
კვლევის შედეგებს, პროექტის ძირითად მიმართულებებს და განსაზღვრავს ფორმატს;
·
პროექტის ძირითად ნაწილში წარმოადგენს
დასმული პრობლემის გადაწყვეტის გზებსა და საშუალებებს;
·
დასკვნით ნაწილში განსაზღვრავს
მოსალოდნელ შედეგებს;
·
დამაჯერებლად პასუხობს პროექტის
შესახებ დასმულ შეკითხვებს.
ქართ. XII. 2. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა მიერ წარმოდგენილი
სასწავლო პროექტების კრიტიკულად გაანალიზება და შეფასება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მსჯელობს, რამდენად აქტუალურია
სასწავლო პროექტში წარმოდგენილი პრობლემა;
·
შეაფასებს, რამდენად გასაგებად,
ნათლად და მკაფიოდ იყო წარმოდგენილი მიზანი, პრობლემა, საკვლევი თემა;
·
შეაფასებს პროექტის მიზნისა და
მისი განხორციელების გზების / საშუალებების ადეკვატურობას;
·
მსჯელობს იმის შესახებ, რამდენად
გასაგები იყო აუდიტორიისათვის წარმოდგენილი პროექტი (ენის, ლექსიკის, ტერმინოლოგიის
და ა.შ. თვალსაზრისით);
·
შეაფასებს პროექტის წარმომდგენის
პრეზენტაბელურობას (შეძლო თუ ვერა აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა, როგორი იყო მისი
ჟესტიკულაცია, მანერები, ჰქონდა თუ არა მხედველობითი კონტაქტი აუდიტორიასთან, რამდენად
კეთილგანწყობილი იყო აუდიტორიის მიმართ და ა.შ.);
·
შეაფასებს პროექტის პრეზენტაციისას
გამოყენებული ვიზუალური მასალის ეფექტურობას.
ქართ. XII. 3. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის პრეზენტაციის შესაბამისი ხერხების ამოცნობა
და გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
წარმოადგენს პროექტს მკაფიოდ
ჩამოყალიბებული სტრუქტურით: შესავალი ნაწილი, წინასწარი კვლევის შედეგები, პრობლემის
არსი, მიზნები და ამოცანები, განხორციელების გზები, მოსალოდნელი შედეგები, შეფასების
კრიტერიუმები;
·
მარტივად, გასაგებად აყალიბებს
სათქმელს (თავს არიდებს რთული კონსტრუქციის წინადადებებს; იყენებს მარტივი წყობის ნომინალურ
წინადადებებს სქემატური აღწერისათვის, მოსალოდნელი შედეგების მკაფიოდ წარმოსადგენად);
·
პრეზენტაციისას მკვეთრად გამოყოფს
პროექტის ნაწილებს და ყურადღებას ამახვილებს ამ ნაწილებს შორის კავშირზე: რამდენად
შეუწყო ხელი წინასწარმა კვლევამ პროექტის ამ სახით ჩამოყალიბებას; რამდენად ლოგიკურად
უკავშირდება ერთმანეთს პროექტის მიზანი და მოსალოდნელი შედეგები; რამდენად შესაბამება
პროექტის განხორციელების გზები და საშუალებები დასახულ მიზანს;
·
მიიპყრობს მსმენელის ყურადღებას
(გამოყოფს მოხსენების საინტერესო ნაწილს სპეციალური ლექსიკის, ჩანართების, რიტორიკული
შეკითხვების, შეძახილების, ინვერსიის საშუალებით (მაგ., „აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის....“,
„ეს ხომ ძალიან იოლია...“, „რა არის აქ არაჩვეულებრივი?“ და სხვ.);
·
პროექტის ნაწილებს შორის კავშირს
გამოხატავს სპეციალური ენობრივი საშუალებებით (მიზეზ-შედეგობრივი კონსტრუქციები, პირობითი
წინადადებები, დროთა თანამიმდევრობისა და ლოგიკური ურთიერთმიმართების გამომხატველი
სიტყვათშეხამებები და წინადადების წყობა: მაგ., „თუ... მაშინ“, „ვინაიდან... მაშასადამე“,
„აქედან გამომდინარე...“, „შესაბამისად...“; მსმენელისადმი პირდაპირ მიმართვას: „შევაჯამოთ...“,
„შეიძლება დავასკვნათ...“, „მიაქციეთ ყურადღება...“ და სხვ.).
ქართ. XII. 4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება სასწავლო პროექტის პრეზენტაციისათვის.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
წინასწარ ამზადებს პრეზენტაციას
(განსაზღვრავს პრეზენტაციის ხანგრძლივობას, არჩევს მთავარ სათქმელს, ამზადებს ვიზუალურ
მასალას, ალაგებს მას პრეზენტაციის თანამიმდევრობის
შესაბამისად და ა.შ.);
·
გადის რეპეტიციას მეგობრების,
ოჯახის წევრების ან სარკის წინ (ინიშნავს დროს, ვარჯიშობს მახვილისა და ინტონაციის,
მიმიკის მოდიფიცირებაში);
·
პრეზენტაციამდე ეცნობა აუდიტორიას
და შეაქვს ცვლილებები აუდიტორიის ცოდნის დონის, ასაკის, ინტერესების გათვალისწინებით;
·
პრეზენტაციის შინაარსის შესაბამისად
ახდენს ხმის მოდულაციას (მნიშვნელოვან იდეას / აზრს წარმოთქვამს ნელა, ხმამაღლა და
შეიძლება დამარცვლითაც, იყენებს ლოგიკურ მახვილებს);
·
პროექტის ერთი ნაწილიდან მეორეზე
გადასვლამდე აკეთებს პაუზას და მიმართავს აუდიტორიას, აქვთ თუ არა შეკითხვები პროექტის
ამ ნაწილთან დაკავშირებით;
·
ზეპირი გამოსვლისთვის წინასწარ
ამოიწერს ბარათებზე მნიშვნელოვან ფრაზებს, მონაცემებს ან ძირითად თეზისებს, რომლებიც
ეხმარება პრეზენტაციის თანამიმდევრულად წარმართვაში;
·
პრეზენტაციისას ინარჩუნებს მხედველობით
კონტაქტს.
მიმართულება: კითხვა
ქართ. XII. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნისა და კულტურის ტექსტების გაანალიზება
მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ახასიათებს ნაწარმოებში აღწერილ
ადგილს, დროს, კულტურულ-სოციალურ გარემოს;
·
მსჯელობს, სად გამოვლინდა ნაწარმოებში
კონკრეტული ეპოქის ფასეულობები და ღირებულებები;
·
მსჯელობს ავტორის/პერსონაჟის
ფასეულობებსა და შეხედულებებზე, რომელთაც ისინი ავლენენ ტექსტში განვითარებულ კონფლიქტთან
მიმართებაში;
·
აანალიზებს ავტორის/პერსონაჟის
დამოკიდებულებას კონკრეტული ისტორიული ეპოქის ფასეულობების მიმართ;
·
იზიარებს / არ იზიარებს ნაწარმოების
პერსონაჟის ან ავტორის შეხედულებებს; გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას და სათანადო არგუმენტაციით
იცავს მას;
·
კითხულობს სხვადასხვა ეპოქის,
კულტურული კონტექსტისა და პრობლემების ამსახველ ტექსტებს და მსჯელობს მათს მსგავსება-განსხვავებაზე;
·
განიხილავს კონკრეტული ეპოქისთვის
დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს სხვადასხვა ნაწარმოებში და აფასებს არა
მხოლოდ იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი ღირებულებებისა და ფასეულობების კონტექსტში,
არამედ თანამედროვე პოზიციიდანაც;
·
მხატვრული ტექსტიდან ამოარჩევს
დეტალებს, რომლებშიც, მისი აზრით, ყველაზე უკეთ აისახება კონკრეტული ეპოქა, კულტურული
კონტექსტი და ა.შ.;
·
აანალიზებს და იკვლევს მსგავს
ან ერთნაირ პრობლემას სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის ტექსტებში (მაგალითად, ცხოვრების
საზრისის პრობლემას ქართულ და საზღვარგარეთულ ლიტერატურაში);
·
კითხულობს სხვადასხვა კულტურულ
კონტექსტში შექმნილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს და აანალიზებს მათში დასმულ მსგავს პრობლემატიკას;
·
კითხულობს თარგმანებს და გამოთქვამს
თავის მოსაზრებას ერთი და იმავე ნაწარმოების ორი (ან მეტი) თარგმანის თაობაზე (მოსწონს
/ არ მოსწონს) და ცდილობს დაასაბუთოს თავისი არჩევანი.
ქართ. XII. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტექსტში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების
ერთმანეთთან შედარება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მსჯელობს სხვადასხვა ნაწარმოებში
ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების მსგავსება-განსხვავებაზე;
·
მსჯელობს იმ ფაქტორების შესახებ,
რომლებიც სხვადასხვა ნაწარმოებში ასახულ შეხედულებებსა და ფასეულობებს შორის არსებულ
განსხვავებებს განაპირობებს;
·
სხვადასხვა ეპოქის ლიტერატურული
ნაწარმოებების ანალიზის საფუძველზე ადარებს ერთმანეთს ძველ და თანამედროვე ფასეულობებს;
·
წარმოსახვის საშუალებით გადააქვს
ნაწარმოებში ასახული მოვლენები თანამედროვე ან მისთვის საინტერესო სხვა კონკრეტულ სოციალურ,
კულტურულ და ისტორიულ კონტექსტში (ადგილი, დრო, ადამიანური ურთიერთობების ფორმები და
ა.შ.);
·
საუბრობს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს
კულტურული, სოციალური და ისტორიული ფასეულობები პრობლემის არსის გაგებასა და მისი გადაჭრის
გზებზე.
ქართ. XII. 7. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს კულტურული, სოციალური და ისტორიული ფასეულობების
გავლენა ტექსტსა და მის ინტერპრეტაციაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ტექსტში ასახული პრობლემის ინტერპრეტაციისას
ითვალისწინებს კონკრეტული ეპოქის თავისებურებებს (კულტურულ, ისტორიულ, ფსიქოლოგიურ
ასპექტებს);
·
გამოთქვამს ვარაუდს, თუ როგორ
შეიცვლებოდა კონკრეტული ტექსტი, იგი სხვა სოციალური, კულტურული ან ისტორიული კონტექსტის
ამსახველი რომ ყოფილიყო;
·
ამოიცნობს და ახსნის ტექსტში
იმ უნივერსალური სიმბოლოების მნიშვნელობას, რომლებიც დამახასიათებელია გარკვეული ისტორიული
პერიოდისა და კულტურისათვის;
·
ახსნის, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს
მკითხველის ინტერპრეტაცია სოციალური, ისტორიული და კულტურული გარემოს ცვლილებამ.
ქართ. XII. 8. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ენის სხვადასხვა ასპექტების გაანალიზება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
წაკითხულ ნაწარმოებში ამოიცნობს
მხატვრულ სახეებს და შეაფასებს მათ ეფექტურობასა და მნიშვნელობას;
·
განარჩევს მხატვრულ ნაწარმოებში
მოვლენათა (ავტორისეულ, პერსონაჟის) სუბიექტურ და ობიექტურ ხედვას;
·
გაიაზრებს ენას, როგორც მხატვრულ
სახეთა შექმნის საშუალებას;
·
ადარებს ერთმანეთს ინფორმაციის
დანიშნულებას მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებში და განიხილავს ინფორმაციას, როგორც
საშუალებას მხატვრული სახის შესაქმნელად (გზას მხატვრული განზოგადებისკენ);
·
საუბრობს იმის თაობაზე, რომ არამხატვრული
ტექსტი უშუალოდ ასახავს რეალობას, მხატვრული ტექსტი კი მეტ-ნაკლებად წყვეტს უშუალო
კავშირს კონკრეტულ მოვლენასთან და დამოუკიდებელ მხატვრულ ფენომენს ქმნის;
·
გაიაზრებს პოეტური ლოგიკის სპეციფიკურობას
(„მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი, ვით უბინაოს ყოფნა ბინაში“, „ამ რევოლვერში არის
რვა ტყვია, ერთს გაიმეტებთ? მე გთხოვთ, მომკალით!“...);
·
განასხვავებს პოეტურ ხედვასა
(„როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი...“) და პოეტურ ხილვას („სტიროდა სული ცისფერ ღვინოებს...“,
„და შემდეგ უცნობ პიანინოებს ატრიალებდა ტანჯვის ლირიკით“);
·
გაიაზრებს კონკრეტული მხატვრული
სახის ღირებულებას მხატვრულ სახეთა სისტემაში.
ქართ. XII. 9. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს, რა გავლენას ახდენს ავტორის ენობრივი არჩევანი
მკითხველზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
განსაზღვრავს ავტორის მიერ შემოთავაზებულ
სტილს;
·
საუბრობს იმაზე, რამდენად შეესაბამება
ავტორის მიერ შემოთავაზებულ სტილს მის მიერ გამოყენებული ენობრივ-გრამატიკული კონსტრუქციები
და ლექსიკა;
·
საუბრობს იმ მხატვრულ-გამომსახველობით
ხერხებზე, რომელთა მეშვეობითაც ნაწარმოებში გამოიკვეთება ავტორის/პერსონაჟის ნეიტრალური,
არაორდინარული და სტერეოტიპური დამოკიდებულებები კონკრეტული პრობლემის მიმართ.
ქართ. XII. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის ეფექტური სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიწერს ან მონიშნავს წაკითხულიდან
სხვადასხვა ქვეყნისათვის დამახასიათებელ ფრაზეოლოგიას, ტერმინებს, ლექსიკას;
·
ამოიწერს ან მონიშნავს წაკითხულიდან
ამა თუ იმ ეპოქისათვის დამახასიათებელ არქაიზმებსა და ნეოლოგიზმებს, ქმნის მცირე ლექსიკონს;
·
მოიძიებს შესაბამის ინფორმაციას
სხვადასხვა წყაროდან (ენციკლოპედიიდან, ინტერნეტიდან, ისტორიული წყაროებიდან, პრესიდან
და სხვ.) განსხვავებული კულტურის, ქვეყნისა და ეპოქის ნაწარმოებში ასახული მოვლენის
უკეთ გასააზრებლად;
·
ეფექტურად იყენებს კომპიუტერულ
საძიებო სისტემებს და პროგრამებს ინფორმაციის მოპოვებისა და მისი გრაფიკული ორგანიზების
მიზნით.
მიმართულება: წერა
ქართ. XII. 11. მოსწავლეს შეუძლია გამოკვლევის
(მცირე მოცულობის სამეცნიერო ნაშრომის) დაწერა წინასწარ შერჩეულ თემაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
წინასწარ შერჩეული თემისთვის
ამზადებს და აანალიზებს მასალას (ინფორმაციული ხასიათისას, კრიტიკულს, სამეცნიეროს,
საკითხის კვლევის ისტორიას და სხვ.);
·
სხვადასხვა საშუალებით (ლექსიკონების,
საენციკლოპედიო სტატიების, დარგობრივი ცნობარების, ინტერნეტის და ა. შ.) გადაამოწმებს
შერჩეულ მასალას სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით
(წყაროს სანდოობა, აქტუალურობა, რელევანტობა და ა.შ.);
·
შერჩეული წყაროებიდან ამოკრებილ
მასალას იყენებს (იმოწმებს, ახდენს პერიფრაზირებას, მოკლედ გადმოსცემს) სათანადო წესების
დაცვით;
·
შესაბამის წყაროებზე, მასალაზე,
საკითხის კვლევის ისტორიაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბებს ნაშრომის ძირითად თვალსაზრისს
და მისთვის მოსახერხებელი ფორმით შეადგენს გეგმას;
·
იცავს სამეცნიერო ნაშრომის ფორმატს:
საკვლევი საკითხი, მის შესახებ არსებული ლიტერატურის (თვალსაზრისების, შეხედულებების)
მიმოხილვა, მოსწავლის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელსაც ეყრდნობა ნაშრომის
ძირითადი თვალსაზრისი, დასკვნა.
ქართ. XII. 12. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო რეფერატის დაწერა რამდენიმე წყაროს მიხედვით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
შეარჩევს თემას / თემებს რეფერირებისათვის;
·
მოიძიებს და გარკვეული კრიტერიუმების
მიხედვით რეფერატისთვის შეარჩევს რამდენიმე წყაროს;
·
შერჩეული წყაროებიდან ამოკრებს
მასალას/საკითხებს, რომლებსაც არსებითად უნდა დაეყრდნოს სასწავლო რეფერატი;
·
ადგენს რეფერატის გეგმას;
·
წერს რეფერატს შესაბამის ფორმატში;
·
მკაფიოდ მიუთითებს რეფერატისთვის
შერჩეულ სხვადასხვა წყაროს და იცავს შესაბამის სქემას, მაგალითად, შესავალში ასახელებს
წყაროებს, გამოქვეყნების დროსა და ადგილს; გვთავაზობს ცნობებს ავტორის შესახებ, ცალკეული ავტორის მიერ გამოყენებული კვლევის მეთოდს და ა. შ.;
·
თანამიმდევრობით გადმოსცემს ცალკეულ
წყაროებში გაშუქებულ საკითხებს, პრობლემებს; შეაფასებს, უდარებს, უპირისპირებს ერთმანეთს
სხვადასხვა წყაროში გადმოცემულ თვალსაზრისებს; ნაწილობრივ / სრულიად ეთანხმება / არ
ეთანხმება / ითვალისწინებს ავტორთა დებულებებს.
ქართ. XII. 13. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ნაწარმოების ანალიზის დაწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
განსაზღვრავს ნაწარმოების კონცეპტუალურ
იდეას;
·
თავისუფლად ახერხებს მხატვრული
ტექსტის ანალიზის ორგანიზება-სტრუქტურირებას;
·
ახასიათებს პერსონაჟებს (ადარებს
და უპირისპირებს მათ ერთმანეთს); ქმნის პერსონაჟთა ფსიქოლოგიურ პორტრეტს კონკრეტული
კონტექსტის მიხედვით (საქციელი, გადაწყვეტილება, მსჯელობა და ა. შ.);
·
განსაზღვრავს კონფლიქტის არსს
და აანალიზებს პერსონაჟთა დამოკიდებულებას / მიმართებას ამ კონფლიქტთან;
·
წერილობით გადმოსცემს ავტორის
დამოკიდებულებას ნაწარმოებში ასახულ ფასეულობებსა და შეხედულებებზე;
·
აანალიზებს ტექსტის მხატვრულ-გამომსახველობით
საშუალებებს (განწყობის, პერსონაჟთა სახეების შექმნა; ნაწარმოების სტილი და ენა; ლექსის
რიტმი, რითმა და სხვადასხვა ენობრივი საშუალებები, რომლებიც ქმნიან მხატვრულ ეფექტებს)
და მსჯელობს, რამდენად შეესაბამება ეს საშუალებები ნაწარმოების ძირითად შინაარსს;
·
იყენებს ციტატებს ნაწარმოებიდან
საკუთარი არგუმენტების დასასაბუთებლად;
·
მსჯელობს, თუ რა დამოკიდებულება
აქვს ავტორს კონკრეტული ისტორიული ეპოქის კულტურული ფასეულობების მიმართ.
ქართ. XII. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ქმნის გეგმას სხვადასხვა სახის
ტექსტისათვის (რეფერატი, გამოკვლევა, ანალიზი);
·
აგებს მიზნობრივ სქემას (რა არის
ჩემი მიზანი? რა მასალას გამოვიყენებ მიზნის მისაღწევად? როგორი იქნება ჩემი ნაწერის
ფორმატი? რა სახის პრობლემები შეიძლება შემექმნას მუშაობისას და როგორ შევძლებ მათ დაძლევას?);
·
წერს ნაშრომის შავ ვარიანტს და
შემდეგ გადაამუშავებს ნაწერს;
·
ასწორებს ნაწერს ქართული სალიტერატურო
ენის ნორმების მიხედვით.
პროგრამის
შინაარსი
შედეგების მიღწევა შესაძლებელია
მოცემული შინაარსის საფუძველზე
1. ინფორმაციის
გაგება, ანალიზი და შეფასება
გრამატიკული ასპექტები: სტილის რაობა; ტავტოლოგია და პარონომაზია, კალკი, ატროფია; ფუნქციური სტილის გამოყენება
და დანიშნულება; ენათმეცნიერული და პოეტური სტილისტიკა; მხატვრული ტექსტის ლინგვისტური
ანალიზი; რიტორიკული შეკითხვების არსი და სტრუქტურა; მიზეზ-შედეგობრივი კონსტრუქციები,
პირობითი წინადადებები, დროთა თანამიმდევრობისა და ლოგიკური ურთიერთმიმართების გამომხატველი
სიტყვათშეხამებები და წინადადების წყობა; ენა, როგორც მხატვრულ სახეთა შექმნის საშუალება;
მხატვრულ სახეთა შექმნის ენობრივი მექანიზმი; პოეზიის ენა; პოეტური ლოგიკა; პირდაპირი,
ირიბი და არასაკუთრივი პირდაპირი ნათქვამი; არასაკუთრივი პირდაპირი ნათქვამის ქვესახეობები;
ტექსტის რედაქტირებისთვის აუცილებელი გრამატიკული, პუნქტუაციური და ორთოგრაფიული წესები
და ნორმები.
2.
ენის კომუნიკაციური ასპექტები
სასწავლო პროექტი. პროექტის დაგეგმვა, წინასწარი კვლევები და მათი შედეგები; პროექტის წერილობითი
გაფორმება და პრეზენტაცია.
ტექსტის ტიპები: სასწავლო პროექტი, გამოკვლევა (მცირე მოცულობის სამეცნიერო ნაშრომი), სასწავლო
რეფერატი.
3. მხატვრული
ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა
თუ XI კლასში მოსწავლეს საშუალება ჰქონდა
შეესწავლა, გაეანალიზებინა და შეედარებინა სხვადასხვა პერიოდის შედარებით რთული და
მრავალფეროვანი ლიტერატურული მასალა მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა
და პრობლემატიკის თვალსაზრისით, XII კლასში იმავე საქმიანობას ის ახორციელებს სხვადასხვა პერიოდის, ქვეყნისა და კულტურის
ტექსტების საფუძველზე. მან უნდა იკვლიოს და გააანალიზოს მსგავსი ან ერთნაირი პრობლემა
სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის ტექსტებში, კულტურული, სოციალური და ისტორიული ფასეულობების
გავლენა ტექსტში განვითარებულ კონფლიქტსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე. ამიტომ,
დამამთავრებელ კლასში იზრდება ნათარგმნი ლიტერატურის ხვედრითი წილი (უნდა გავითვალისწინოთ
ისიც, რომ მოსწავლე ამ დროისათვის უნდა ფლობდეს რომელიმე ერთ უცხოურ ენას მაინც, რაც
მას საშუალებას მისცემს, შეადაროს დედანი თარგმანს). ჟანრობრივად და თემატურად მრავალფეროვან
ლიტერატურულ მასალასთან ერთად სწავლების ამ ეტაპზე შესაძლებელი და სასურველიცაა ლიტერატურული
კრიტიკის, სამეცნიერო და კვლევითი ხასიათის, საკითხის კვლევის ისტორიის ამსახველი მასალის
შემოტანაც.
საშუალო საფეხურის (X-XII კლასების)
სავალდებულო ლიტერატურა
(ქვემოთ წარმოდგენილი ჩამონათვალი შეადგენს საშუალო საფეხურისათვის განკუთვნილი
მთლიანი შინაარსის 60 პროცენტს)
1.
იაკობ ცურტაველი - „შუშანიკის წამება";
2.
იოვანე საბანისძე - „აბოს წამება";
3.
გიორგი მერჩულე - „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, 12 ეპიზოდი: 1. გრიგოლის ცხოვრება სასულიერო მოღვაწეობის დაწყებამდე; 2. ზენონის ეპიზოდი;
3. გრიგოლი და გაბრიელ
დაფანჩული; 4. გრიგოლისა და აშოტ კურაპალატის პირველი
შეხვედრა; 5. საბა იშხნელისა და
ბაგრატ კურაპალატის დიალოგი;
6. გრიგოლი დასავლეთ საქართველოში; 7. გრიგოლის შეხვედრა დედასთან; 8. ჯავახეთის საეკლესიო კრება;
9. ეფრემ მაწყვერელის ღვაწლი; 10. რომანული ეპიზოდები (აშოტი, ადარნერსე); 11. ცქირის ეპიზოდი;
12. გრიგოლის აღსასრული.
4.
შოთა რუსთაველი - „ვეფხისტყაოსანი“: „დასაწყისიდან“ „ტარიელის
თათბირის“ ჩათვლით; „დასასრული“.
5.
სულხან-საბა ორბელიანი - „წიგნი სიბრძნე სიცრუისა“: ლეონის
თავგადასავალი; იგავ-არაკები: „მეფე
ხორასანისა“, „ძუნწი დიდვაჭარი’’, ,,უგუნური
მცურავი“, ,,სამნი ბრმანი“,
,,მეფუნდუკე და დიდვაჭარი“;
6.
დავით გურამიშვილი - „დავითიანი“: ,,ქართლის ჭირი“
(ისტორიული ნარატივი); ,,კაცისა
და საწუთროს ცილობა“;
„ვაი, რა კარგი საჩინო“, „სახით სიტყვა-შუენიერო“, „საწუთრო სოფლის სამდურავი“;
7.
ალექსანდრე ჭავჭავაძე - „გოგჩა“;
8.
გრიგოლ ორბელიანი - „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“, „საღამო
გამოსალმებისა“, „პასუხი შვილთა“;
9.
ნიკოლოზ ბარათაშვილი - „მერანი", „შემოღამება მთაწმინდაზედ“, „ხმა
იდუმალი“, „სულო ბოროტო“, „ვპოვე ტაძარი“;
10.
ილია ჭავჭავაძე - „მგზავრის წერილები“, „კაცია-ადამიანი?!“, „პასუხის პასუხი“, „ოთარაანთ ქვრივი“, „განდეგილი“,
„ბედნიერი ერი“, „ორიოდე სიტყვა“ (მითითებული სახით), „ზოგიერთი რამ“
(მითითებული სახით);
11.
აკაკი წერეთელი - „გამზრდელი", „ქებათა ქება (სხვებმან სვან
ღვინო...), „აღმართ-აღმართ";
12.
ალექსანდრე ყაზბეგი - „ხევისბერი გოჩა";
13.
ვაჟა-ფშაველა - „ალუდა ქეთელაური", „სტუმარ-მასპინძელი", „ბახტრიონი",
„რამ შემქმნა ადამიანად", „კრიტიკა ბ. იპ. ვართაგავასი" (მითითებული
სახით), „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი" (მითითებული სახით);
14.
დავით კლდიაშვილი - „სამანიშვილის დედინაცვალი";
15.
მიხეილ ჯავახიშვილი - „ჯაყოს ხიზნები";
16.
ნიკო ლორთქიფანიძე - „შელოცვა რადიოთი";
17.
კონსტანტინე გამსახურდია - „დიდოსტატის მარჯვენა";
18.
პოლიკარპე კაკაბაძე - „ყვარყვარე თუთაბერი“ (I და IV მოქმ.);
19.
გალაკტიონ ტაბიძე - „თოვლი“, „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“, „მშობლიური
ეფემერა“, „შერიგება“, „მე და ღამე“, „მთაწმინდის მთვარე“, „ქებათა-ქება
ნიკორწმინდას“;
20.
ტიციან ტაბიძე - „ლექსი მეწყერი“, „ანანურთან“;
21.
პაოლო იაშვილი
- „პოეზია“;
22.
გიორგი ლეონიძე - „ყივჩაღის პაემანი“, „ნინოწმინდის ღამე“;
23.
გურამ რჩეულიშვილი - „ალავერდობა“;
24.
ანა კალანდაძე - „მკვდართა მზე ვარ“ (...ორი ქვეყნის, ორი ქვეყნის
საზღვრად ვდგევარ...);
25.
გურამ დოჩანაშვილი - „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“;
26.
ჯემალ ქარჩხაძე - „იგი“.
ამონარიდებისა და ფრაგმენტების მითითებები
საბაზო და საშუალო საფეხურის სავალდებულო
ლიტერატურისათვის
სულხან-საბა ორბელიანი:
„მოგზაურობა ევროპაში“, ს.-ს. ორბელიანი, თხზულებანი, ტ. 1, თბ., 1959.
ფრაგმენტი 1.
დასაწყისი:
„წამოვედით სადილს უკან..." (გვ. 196, სტრ. 5 – ქვემოდან) - დასასრული: „...და წამოვედით...“ (გვ.
197, სტრ. 21).
ფრაგმენტი 2.
ა) დასაწყისი: „მალთელები...“ (გვ. 231, სტრ.
19) - დასასრული: „...ქართული...“
(გვ. 231, სტრ. 25).
ბ) დასაწყისი: „მალთისელნი...“ (გვ. 237,
სტრ. 2 – ქვემოდან) - დასასრული: „...მე დაუშალე...“ (გვ. 238, სტრ. 6).
დავით
გურამიშვილი:
„სწავლა
მოსწავლეთა“, დავით გურამიშვილი, დავითიანი,
თხზულებათა სრული კრებული, გამომც. “სახელგამი“, თბ., 1955 წ. (სტრ. 20, 25-29, 23, 30-37).
ნიკოლოზ ბარათაშვილი:
წერილი
მაიკო ორბელიანისადმი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, თხზულებათა სრული
კრებული, პეგ. თბ. 2005. თავიდან (გვ. 83) შემდეგ
სიტყვებამდე: „...მეტადრე თუ ბევრ ამბებსაც მომწერ“ (გვ.
84).
ილია ჭავჭავაძე:
„ორიოდე სიტყვა თავად რევაზ
შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან "შეშლილის" თარგმნაზედა“, ილია ჭავჭავაძე,
თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, ტ. 5, თბ., გამომც. „მეცნიერება“,
1991. სიტყვებიდან: „ჩვენ ყველანი ქართულ ენის ხმარებაში...“ (გვ. 30) სტატიის ბოლომდე,
შემდეგი სიტყვების ჩათვლით: „...ჩვენ ვინა და კალამი ვინა?“ (გვ.
31).
„ზოგიერთი რამ", ილია ჭავჭავაძე,
თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, ტ. 5, თბ. გამომც. „მეცნიერება“, 1991. თავი
III მთლიანად – სიტყვებიდან: „პატარა დალაგებით რომ დაუფიქრდე...“ (გვ.
162) შემდეგი სიტყვების ჩათვლით: „...შვილი აღარა ჰსწოვს“ (გვ. 163); V თავი მთლიანად
– სიტყვებიდან: „იმერელი, გურული, მეგრელი...“ (გვ. 164) შემდეგი
სიტყვების ჩათვლით: „...ჩვენ – იშვიათი“ (გვ. 165); VII თავის ორი აბზაცი სიტყვებიდან: „მამული!.. ამ სიტყვის...“ (გვ. 166) შემდეგი
სიტყვების ჩათვლით: „...საყევარში ერთად ბმულა“ (გვ. 167) და VIII თავი მთლიანად სიტყვებიდან: „ზღვა კოვზით არ დაილევაო...“ შემდეგი
სიტყვების ჩათვლით: „...თავის მოძმეს გაეხმაუროს მაინცა“ (გვ. 168).
„ერი და ისტორია“, ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, ტ. 10, თბ. "ილიას ფონდი", 2007. დასაწყისი სიტყვებიდან: „ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს“ (გვ. 385) იმავე გვერდზე, აბზაცის ბოლომდე, შემდეგი
სიტყვების ჩათვლით: „...ყოველივე ბუნებური კანონი“; სიტყვებიდან: „...შვილმა უნდა იცოდეს“ (გვ. 387) შემდეგი
სიტყვების ჩათვლით: „...მის მიბაძვას ეცადოს“ (გვ. 389).
„შინაური მიმოხილვა“, (სიტყვა გლეხობისადმი მიმართული წინამძღვრიანთკარში სკოლის გახსნაზე ჩართულია შინაურ მიმოხილვაში), ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, ტ.7, თბ. "ილიას ფონდი", 2005. სიტყვებიდან: „ღმერთმა რომ ქვეყანა გააჩინა" (გვ. 172) შემდეგი
სიტყვების ჩათვლით: „...უფრო ბლომად ამოიღებო“ (გვ. 173) და ერთი აბზაცი 175-ე გვერდზე სიტყვებიდან: „...ამიტომ ვამბობ...“ აბზაცის ბოლომდე,
შემდეგი სიტყვების ჩათვლით: „...დაიწყებს ლაპლაპს“.
„ჩვენი
ეხლანდელი სიბრძნე-სიცრუე“, ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, ტ. XIII, თბ. "ილიას ფონდი", 2007. სიტყვებიდან: „საბა ორბელიანმა რომ თავისი ზღაპრები დასწერა...“ (გვ.
177) შემდეგი სიტყვების ჩათვლით: „...ყურმოჭრილ
მსახურად უხდის სიბრძნესა“ (გვ. 180).
„რა
გითხრათ? რით გაგახაროთ?“ ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, ტ.
XIII, თბ. "ილიას ფონდი", 2007. დასაწყისი სიტყვებიდან: „...აჰა, კიდევ ერთი ახალი წელიწადი!...“ (გვ. 492) აბზაცის ბოლომდე, შემდეგი სიტყვების ჩათვლით: „...რით გაგახაროთ?“; სიტყვებიდან: „...რა არ გადაგვხდენია თავს...“ (გვ. 493) სტატიის ბოლომდე, შემდეგი სიტყვების ჩათვლით: „...მაინც
აღარა სთქვას: რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“ (გვ. 496).
იაკობ გოგებაშვილი:
„შინაური
მიმოხილვა“, იაკობ გოგებაშვილი, თხზულებანი, ტ.
I, თბ. 1955. სიტყვებიდან: “დიაღ, სუსტია ჩვენში..." (გვ. 362) იქვე, შემდეგი სიტყვების ჩათვლით: „თავიანთ
ქვეყნის ბედნიერება“ და სიტყვებიდან: „ჩვენში პატრიოტობა...“ (გვ. 363) იქვე, შემდეგი სიტყვების ჩათვლით: „ევროპის დემოკრატიისა“.
„ბურჯი
ეროვნებისა“, იაკობ გოგებაშვილი, თხზულებანი, ტ.
II, საქ. სსრ გან. სამინ. პედაგოგიურ მეცნიერებათა
სამეცნ. ინსტიტუტი, თბ. 1954. XIII თავი სიტყვებიდან: „ხოლო
ერის გადაგვარება...“ (გვ.239) აბზაცის ბოლომდე შემდეგი
სიტყვების ჩათვლით: „დიდებულს სალაროს“.
„რანი
ვიყავით გუშინ“, იაკობ გოგებაშვილი, თხზულებანი, ტ.
I, ტ. II, საქ. სსრ გან. სამინ. პედაგოგიურ
მეცნიერებათა სამეცნ. ინსტიტუტი, თბ. 1955. სიტყვებიდან: „ჩვეულებრივის აზრით...“
(გვ. 339) იქვე, შემდეგი სიტყვების ჩათვლით: „...ამტყუნებს
ამ შეხედულებასა“ და სიტყვებიდან: „მართალია, მაშინდელი ჩვენი...“ (გვ.
343) შემდეგი სიტყვების
ჩათვლით: „...დადგინება საქართველოში რესპუბლიკისა“ (გვ. 344).
ვაჟა-ფშაველა:
„ნიჭიერი
მწერალი“, ვაჟა-ფშაველა, თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, გამომც.
"საბჭოთა საქართველო", თბ. 1964, ტ. IX, სიტყვებიდან: „მწერალს, უპირველეს
ყოვლისა...“ (გვ. 294) შემდეგი სიტყვების ჩათვლით: „...ინდივიდუალობის ბრალია“ (გვ. 295) და გვ. 298 სიტყვებიდან:
„ვინ არის ნიჭიერი მწერალი? ვისაც დიდად უყვარს ადამიანი...“ ბოლომდე, შემდეგ სიტყვებამდე: „ყალბი იყავ
და ყალბად მაჟღერებდიო“.
„ენა“, ვაჟა-ფშაველა, თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, გამომც. "საბჭოთა საქართველო",
თბ. 1964, ტ. IX, სიტყვებიდან: „რას ჰქვიან ენის ცოდნა?..“ (გვ. 186) შემდეგი სიტყვების ჩათვლით: „...უმწიკვლოდ
ქართული ენა“ (გვ. 187).
„კოსმოპოლიტიზმი
და პატრიოტიზმი“, ვაჟა-ფშაველა, თხზულებათა სრული კრებული
ათ ტომად, გამომც. "საბჭოთა საქართველო", თბ. 1964, ტ. IX, თავიდან, სიტყვებიდან:
„ზოგს ჰგონია, რომ...“ (გვ. 252) შემდეგი სიტყვების ჩათვლით: „...გამეფებულა დედამიწის ზურგზე" (გვ. 253) და ბოლო ორი აბზაცი, სიტყვებიდან:
„...პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა“ (გვ. 254) ბოლომდე, შემდეგი სიტყვების ჩათვლით: „...მთელის
კაცობრიობის განვითარებისა“ (გვ. 254).
„კრიტიკა
ბ. იპ. ვართაგავასი “, ვაჟა-ფშაველა, თხზულებათა სრული კრებული
ათ ტომად, გამომც. "საბჭოთა საქართველო", თბ. 1964, ტ. IX, თავიდან (გვ.
361) შემდეგი სიტყვების
ჩათვლით: „...რომელიმე მწიგნობრული ამბები“ (გვ. 367) და სიტყვებიდან: „...ნუთუ ჩემი ნაწერები
ამ მომავალ...“ (გვ. 369) შემდეგი სიტყვების ჩათვლით: „საქართველოს მომავალი სვე-ბედი“ (გვ. 369).
No comments:
Post a Comment